ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 28 მარტს კაცებში სამ, ხოლო ქალებში ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც ექვსი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. 

მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ნახევარფინალშია და ფინალში გასასვლელად თურქ ერდოღანს დაუპირისპირდება. ტურნირზე ბრწყინვალედ ასპრეზობს ილია სულამანიძე (100), რომელმაც მერვედფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა და მეოთხედფინალში რუს სპორტსმენს შეხვდება.

100კგ-ში ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს ონისე სანებლიძეც. მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი რეპეჟაშიდან აგრძელებს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.