ზაალიშვილი ფინალშია, სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ზაალიშვილი ფინალშია, სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დღეს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის პირადი შეჯიბრი დასრულდება. ხვალ კი გამარჯვებული მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გამოვლინდება.

დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფინალურ შეხვედრას მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი გამართავს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ავსტრიელი სტეფან ჰეგუის მეტოქე იქნება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ონისე სანებლიძე კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.