ზაალიშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალში რინერს შეხვდება - ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი და სანებლიძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ზაალიშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალში რინერს შეხვდება - ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი და სანებლიძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. მედლების მოსაპოვებლად ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდა, რომელთაგან ხუთი წარმატებულად აგრძელებს ასპარეზობას.

საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ მძიმეწონოსნებში, სადაც გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში ფრანგ ტედი რინერს შეხვდება.

მეოთხედფინალში იჭიდავებენ ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე და ბექა ღვინიშვილიც.

სანებლიძის ბრძოლა

 

ლიპარტელიანის ბრძოლა

 

ღვინიაშვილის ბრძოლა

 

ახალგაზრდა ნიკა ხარაზიშვილს კი ჯერ მერვედფინალური შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. შეჯიბრს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშნენ მარიამ ჭანტურია (78 კგ.) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

წინასწარი შეხვედრები 13:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.