ზაალ უდუმაშვილმა და ხატია დეკანოიძემ კომენტარი არ გააკეთეს ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით
ზაალ უდუმაშვილმა და ხატია დეკანოიძემ კომენტარი არ გააკეთეს ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ზაალ უდუმაშვილი და ხატია დეკანოიძე არ აკეთებენ კომენტარს ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში განმარტებებისთვის დაბარებასთან დაკავშირებით.

„მე ვერაფრით შევაფასებ. სეიმში რატომ დაიბარეს, ისიც არ ვიცი. მათი საქმეა. რაც შეეხება თავად ლიეტუვის დიპლომატის განცხადებებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა მან საქართველოში და აღარ არის დრო, რომ „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკო მხოლოდ დიპლომატიური ენით, რადგან ეს ენა „ქართულ ოცნებას“ არ ესმის. მათთვის გასაგები ენა არის ხისტი პოზიციების დაფიქსირება და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მე მის მაგივრად ვერ გავაკეთებ განცხადებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ხატია დეკანოიძის თქმით, არც ის არის გარკვეული საკითხში და მოგვიანებით ისაუბრებს.

„არ წამიკითხავს, სანამ არ წამიკითხავს, ვერ გეტყვით. როცა წავიკითხავ და გავერკვევი, მერე ჩამწერეთ მაგაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.

დატოვე კომენტარი