ზაალ უდუმაშვილი - სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია
ზაალ უდუმაშვილი - სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია

სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სალომე სამადაშვილმა გუშინ თავადაც თქვა, რომ ეს იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. პარტიის პოზიცია არ იყო, როდესაც სალომე სამადაშვილი მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ხელი მოაწერა შეთანხმებას. რაც შეეხება მის მომავალს, მე რა აზრიც გამოვიტანე მისი პოსტიდან, მან დატოვა პარტია და მიიღო თავად ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, შეკითხვაზე, პარტიიდან სალომე სამადაშვილის გარიცხვაზე იქნება თუ არა მსჯელობა, უდუმაშვილმა აღნიშნა: „ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ სალომე სამადაშვილმა თუ უკვე დატოვა პარტია, სხვა რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“.

სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აღარ აგრძელებს. „დაველოდები მელიას გათავისუფლებას და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, – აღნიშნავს სამადაშვილი.