ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიას გირაოს არ ვიხდით, ვერ ეღირსებიან, ევროკავშირმა კი არა, ვინც უნდა მოინდომოს, არ ვიხდით
ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიას გირაოს არ ვიხდით, ვერ ეღირსებიან, ევროკავშირმა კი არა, ვინც უნდა მოინდომოს, არ ვიხდით

რატომ უნდა გადაიხადოს ნიკა მელიამ გირაო, როდესაც შეიძლება, პროკურატურამ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი.

„ჩვენ პირველი დღიდან ვამბობთ, რომ გირაოს არ ვიხდით, ამას ვერ ეღირსებიან, ევროკავშირმა კი არა, ვინც უნდა მოინდომოს, გირაოს არ ვიხდით. ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ისე უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტპატიმარმა დატოვოს ციხე გირაოს გარეშე

არც ერთი ნაბიჯი „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს. ის, რომ ხელს ვაწერ დოკუმენტს, არ ნიშნავს, რომ შეთანხმებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლებული არიან, როდესაც ჩვენ დავსხდებით მაგიდასთან და გავხსნით დიალოგს ვადამდელ არჩევნებზე. გასაგებია, ორივეს გააჩნია მკაფიო პოზიცია, ერთი მხარე იძახის, ვადამდელი არჩევნები არ უნდა იყოს, მეორე მხარე იძახის, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა იყოს. სწორედ აქ არის კომპრომისი გამოსანახი და საერთო შეთანხმების წერტილებამდე მისვლა. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავიწყოთ, ჩვენ უნდა ვიხილოთ, რომ ნიკა მელია, გიორგი რურუა, ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ პოლიტპატიმრები თავისუფლდებიან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.