ყველგან ვუგულშემატკივრებთ, რადგან თავდადების მაგალითია - „ვალენსიას“ გულშემატკივრები მამარდაშვილის წასვლას ეგუებიან [ვიდეო] #1TVSPORT
ყველგან ვუგულშემატკივრებთ, რადგან თავდადების მაგალითია - „ვალენსიას“ გულშემატკივრები მამარდაშვილის წასვლას ეგუებიან [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი, როგორც ჩანს, სეზონის ბოლოს „ვალენსიას“ მართლა დატოვებს – ამის შესახებ მედიაც და სოციალურ ქსელების ჯგუფებში გულშემატკივრებიც ხშირად წერენ.

გულშემატკივრები ლა ლიგის ბოლო ტურში „ჟირონასთან“ მატჩის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოს ხშირად აქვეყნებენ, რომელშიც გიორგი მაისურზე გუნდის ლოგოს კოცნის და გულშემატკივრებს ემშვიდობება.

TransferSector

„ნიუკასლი“ აქტიურად განაგრძობს ახალი მეკარის ძიებას, მთავარი სამიზნე კი ვალენსიელი გიორგი მამარდაშვილია“.

SpidyAtletico

„თუ ეს მამარდაშვილის გამომშვიდობება არ არის, მაშინ ვერაფერს ვამჩნევთ. არადა, ეს აშკარა იყო, რასაც ზაფხულის ტრანსფერებიც გვაჩვენებს. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა მოხდება მადრიდის „ატლეტიკოში“ ობლაკთან დაკავშირებით“.

„ერთადერთი, რაზეც გუშინ „მესტალიაზე“ ფიქრობდნენ – მამარდაშვილი გუნდის ლოგოს რატომ კოცნიდა“.

„როგორც ჩანს, ეს იყო მამარდაშვილის ბოლო საშინაო თამაში „ვალენსიაში“. სადაც არ უნდა წავიდეს, მას ვუგულშემატკივრებთ, რადგან ეს მაგარი ბიჭი კლუბის სიყვარულისა და თავდადების მაგალითია“.

FerElTomatxAzul

„მამარდაშვილმა, რომელიც საქართველოდანაა და „ვალენსიასთან“ არავითარი კავშირი არ ჰქონდა, საბოლოოდ ისე შეიყვარა კლუბი, ვიდრე ბევრმა ვალენსიაში დაბადებულმა. მისი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებისთვის მე მზად არ ვარ“.

ეს გუნდი მომავალ სეზონში ყველას ბრძოლას გაუმართავს, თუ მეპატრონეები ტრანსფერებისთვის 125 მილიონს გამოყოფენ. მთავარია, „ვალენსიას“ შემადგენლობაში მამარდაშვილი დარჩეს და რამდენიმე მოთამაშე დაამატონ, განსაკუთრებით, უმაღლესი ხარისხის თავდამსხმელი გვჭირდება“.