ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი სამუშაოს ეძებს
ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი სამუშაოს ეძებს

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ ახალი კლუბის ძიებაშია. ამის შესახებ 36 წლის მცველმა თავის „ინსტაგრამში“ ხუმრობით დაწერა:

„ვეძებ სამუშაოს. სად გამოვგზავნო რეზუმე? მომწერეთ, თუ გაქვთ დრო მის წასაკითხად“.

ამ მომენტისთვის ბრაზილიელი თავისუფალი აგენტია, ამიტომაც შეუძლია ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადავიდეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კოპა ამერიკაზე ბრაზილიის გამარჯვების შემდეგ დანი ალვეში გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც კარიერაში 40 ტიტული დაუგროვდა.