ყველაზე საშიში თავდასხმა მსოფლიოში - სალაჰისა და „ლივერპულის“ რეკორდები
ყველაზე საშიში თავდასხმა მსოფლიოში - სალაჰისა და „ლივერპულის“ რეკორდები
  • ლივერპულისა“ და „რომას“ მატჩი ყველაზე შედეგიანი ნახევარფინალი იყო ბოლო 23 წლის განმავლობაში. ზუსტად ასეთი ანგარიში (5:2) იყო 1995 წელს „აიაქსისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაში. ამ ორი შემთხვევის გარდა, ნახევარფინალში ხუთი გოლი არც ერთ გუნდს არ გაუტანია.
  • ტრიომ მანე-ფირმინო-სალაჰი ამ ჩემპიონთა ლიგაზე 28 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი მესის, სუარესისა და ნეიმარის სამეულს არ ჰქონია 2014-15 წლების სეზონში. მაშინ „ბარსელონას“ ტრიომ 27 გოლი გაიტანა.
  • სულ „ლივერპულს“ 38 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში. პრემიერლიგის კლუბების თითქმის ნახევარს (9 გუნდი) უფრო ნაკლები გოლი აქვს 35 ტურის შემდეგ.
  • სალაჰსა და ფირმინოს 10-10 გოლი აქვთ გატანილი. ეს მეორე შემთხვევაა ისტორიაში, როცა ერთი გუნდის ორმა მოთამაშემ ამდენი გაიტანა ერთი გათამაშების დროს. ესენი იყვნენ ლეო მესი და ნეიმარი 2014-15 წლების სეზონში.
  • სალაჰი და ფირმინო მოხვდნენ იმ მოთამაშეების კლუბში, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 10 გოლი აქვთ გატანილი. ესენი არიან: დელ პიერო, რივალდო, ჟარდელი, რაული, ვან ნისტელროი, ინძაგი, კაკა, მესი, მარიო გომესი, კრიშტიანუ რონალდუ, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი.
  • მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში 2+2. ორივე შემთხვევა 2018 წლის 24 აპრილს იყო – სალაჰი და ფირმინო.
  • სალაჰი ამ სეზონში ევროპის საუკეთესო ბომბარდირია:
    სალაჰი – 43 გოლი
    კრიშტიანუ რონალდუ – 42 გოლი
    იმობილე – 41 გოლი
    მესი – 40 გოლი
    ლევანდოვსკი – 39 გოლი
    კეინი – 37 გოლი
  • სალაჰი სულ უფრო ახლოს არის „ლივერპულის“ რეკორდთან ერთ სეზონში გოლების რაოდენობით. ახლა, მასზე წინ მხოლოდ იან რაშია, რომელსაც 1983-84 წლების სეზონში 47 გოლი ჰქონდა 65 მატჩში. სალაჰს 47 მატჩში 43 გოლი აქვს.
  • სალაჰი გახდა საუკეთესო აფრიკელი ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში – მან სამუელ ეტოოს გაუსწრო.
  • „ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემების რაოდენობით – 9. მანამდე რეკორდსმენები იყვნენ რუნი და ნეიმარი – 8-8 პასი.