ყველაზე საიმედო მეკარე კვასხვაძეა
ყველაზე საიმედო მეკარე კვასხვაძეა

„დინამო თბილისი“ 2020 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ლოგიკურია, რომ ყველაზე მეტი მშრალი მატჩი სწორედ ჩემპიონი გუნდის მეკარემ, როინ კვასხვაძემ ჩაატარა – მან გუნდის ფორმით ყველა, 18 მატჩი ითამაშა და 11 ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვა.

 

მშრალი მატჩები:

1. როინ კვასხვაძე, დინამო თბ 11 მშრალი მატჩი

2. ლაზარე კუპატაძე, საბურთალო 6

3. მიხეილ ალავიძე, დინამო ბთ 6

4. კოკა სეფიაშვილი, სამტრედია 6

5. ლუკა გუგეშაშვილი, დილა 5

 

როინ კვასხვაძემ ვარჯიში საფეხბურთო კლუბ „მემორიალში“ დაიწყო. 2005 წლიდან იცავდა „ზესტაფონის“ ღირსებას. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 19, 21 წლამდელი) ნაკრების წევრი, 2012 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევენ, რომლის ფორმაც 8-ჯერ მოირგო, მათ შორის 2016 წელს გასვლაზე ესპანეთთან მოგებულ შეხვედრაში.

2014 წელს კვასხვაძემ „ზესტაფონი“ დატოვა და ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდა, სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა კვიპროსულ „ოთელოსში“, ერთ წელიწადში „პაფოსში“, მერე კი ისევ საქართველოში დაბრუნდა და 2015–2019 წლებში მშობლიური ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა და ისევე როგორც „ზესტაფონში“, ყველა მნიშვნელოვანი ქართული ტიტული მოიგო – ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი.

როინ კვასხვაძე იშვიათი მოთამაშეა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი სამ გუნდში გახდა. 2011 და 2012 წლებში ოქროს მედლები „ზესტაფონის“ შემადგენლობაში მოიპოვა, 2017 წელს უკვე წარმატება მშობლიური ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმით იზეიმა – გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „დინამოსთან“ მთვარი როლი სწორედ მან ითამაშა, ბოლო წუთზე ოთარ კიტეიშვილის შესრულებული პენალტი მოიგერია და გუნდს პირველობა მოუტანა.

 

როინ კვასხვაძის ტიტულები:

 

„ზესტაფონი“

ეროვნული ლიგა (2): 2010–11, 2011–12

საქართველოს თასი (1): 2007–08

საქართველოს სუპერთასი (2): 2011, 2012

 

ქუთაისის „ტორპედო“

ეროვნული ლიგა (1): 2017

საქართველოს თასი (2): 2016, 2018

საქართველოს სუპერთასი (2): 2018, 2019

 

თბილისის „დინამო“

ეროვნული ლიგა (1): 2020