ყველაზე საიმედო კუპატაძეა - ბათუმელთა მეკარემ უგოლოდ სხვებზე მეტი მატჩი დაასრულა #1TVSPORT
ყველაზე საიმედო კუპატაძეა - ბათუმელთა მეკარემ უგოლოდ სხვებზე მეტი მატჩი დაასრულა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე ყველაზე საიმედო მეკარეა – 21 წლის კიპერმა ბათუმელთა ძირითად შემადგენლობაში ყველა, 9 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 5 შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა.

მშრალი მატჩები

1. ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ) – 5

2. ლუკა გუგეშაშვილი (დილა) – 4

3. როინ კვასხვაძე (დინამო თბ) – 4

4. ოთო გოშაძე (საბურთალო) – 3

5.გიორგი ჩოჩიშვილი (თელავი) – 3

6. ლუკა შეროზია (შუქურა) – 3

7. დინო ჰამზიჩი (ტორპედო) – 2

8. მაქსიმე ქვილითაია (სამგურალი) – 2

9. გოგი კულუა (სამტრედია) – 2

10. თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო) – 2

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის სიმბოლური ნაკრებში შეადგინა და ლაზარე კუპატაძე რჩეულ თერთმეტეულში დაასახელა. 25 წლის მეკარე ბათუმის „დინამოში“ იანვარში ჩაირიცხა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი 1,5 წლით გააფორმა. აქვე შეგახსენებთ, რომ კუპატაძე „საბურთალოს” აღზრდილია და გასულ სეზონამდე სწორედ თბილისელთა რიგებში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი