ყველაზე რთული 90 წუთი ხოჭოლავას კარიერაში - „შახტარი“ „გლადბახთან" 0:6 დამარცხდა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის „ბ“ ჯგუფის მესამე ტურში დონეცკის „შახტარმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და საწყის ორ შეხვედრაში მშვენიერი სტარტის შემდეგ, თამაში აშკარად ჩააგდო – 0:6.

დავით ხოჭოლავა „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მატჩი სრულად ჩააატარა და 46-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. 84-ე წუთზე მან გუნდი მეშვიდე გოლსიგან იხსნა, როდესაც ფლორიან ნოიჰაუსის დარტყმას გადაეღობა.

დონეცკელებთან მატჩის გმირი ალასან პლეა გახდა – საფრანგეთის ნაკრებში ნათამაშებმა 27 წლის თავდამსხმელმა მასპინძელთა კარი სამჯერ აიღო – ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, 26-ე და 65-ე წუთებზე კი მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო. 1-1 გოლი გაიტანეს რამი ბენსებაინმა (44) და მარკუ ტურამმა (78), ერთიც დონეცკელთა მცველმა ვალერი ბონდარმა (17) საკუთარ კარში ჩაჭრა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა მადრიდში იმართება – „რეალი“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. ამ მოგებით მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ 5 ქულა დააგროვა, დონეცკის „შახტარს“ (4 ქულა) გადაასწრო და „რეალი“ მილანის „ინტერის“ მატჩამდე ჯგუფში გალიდერდა.