ყველაზე მდიდრები ევროლიგაზე
VTB ICE PALACE, MOSCOW, RUSSIA - 2018/06/10: Alexey Shved of Moscow Khimki in action against Semen Antonov of CSKA Moscow during the final. CSKA Moscow defeated Khimki Moscow 95-84 in the VTB Final Four final. (Photo by Nicholas Muller/SOPA Images/LightRocket via Getty Images)
ინტერნეტ-პორტალმა Eurohoops-მა 2018-19 წლების ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების TOP10 გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე გავიდა რუსეთის ნაკრებისა და „ხიმკის“ გამთამაშებელი ალექსეი შვედი, რომლის წლიური ხელფასი 4 მილიონ დოლარს შეადგენს. მან მილიონზე მეტით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ფრანგს ნანდო დე კოლოს, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში თამაშობს.
ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ალექსეი შვედი („ხიმკი“, რუსეთი) – 4 მლნ.
2. ნანდო დე კოლო („ცსკა“, რუსეთი) – 2,78 მლნ
3. ნიკ კალატესი („პანათინაიკოსი“, საბერძნეთი) – 2,55 მლნ
4. სერხიო როდრიგესი („ცსკა“, რუსეთი) – 2,55 მლნ
5. იან ვესელი („ფენერბაჰჩე“, თურქეთი) – 2,43 მლნ
6. სერხიო იული („რეალი“, ესპანეთი) – 2,2 მლნ
7. კრის სინგლტონი („პანათინაიკოსი“, საბერძნეთი) – 1,9 მლნ
8. მაიკ ჯეიმსი („მილანი“, იტალია) – 1,8 მლნ
9. შეინ ლარკინი („ეფესი“, თურქეთი) – 1,7 მლნ
10. ჟოფრე ლოვერნი („ფენერბაჰჩე“, თურქეთი) – 1,7 მლნ