ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ კლუბებში „დინამო თბილისი“ ლიდერობს, ბათუმის „დინამო“ მესამე ადგილზე დაქვეითდა #1TVSPORT
ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ კლუბებში „დინამო თბილისი“ ლიდერობს, ბათუმის „დინამო“ მესამე ადგილზე დაქვეითდა #1TVSPORT

ბოლო წლებში პირველად, ბათუმის „დინამო“ ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ კლუბებს შორის მესამე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ მეორე პოზიციაზე დაწინაურდა, – ასეთია სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.

დიდი დანაკლისის და ლიდერების წასვლის მიუხედავად, ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კლუბების სიას „დინამო თბილისი“ ლიდერობს. თუმცა, გუნდის ფასი ორჯერ შემცირდა – ზაფხულში თბილისური კლუბის გრაფაში 10 მილიონი ევრო ეწერა.

სულ ეროვნული ლიგის ათ გუნდში 202 მოთამაშეა, მათგან 49 – ლეგიონერი. ელიგის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 24.7 წელია, საშუალო ფასი – 152 ათასი ევრო, ხოლო ლიგის კლუბების მოთამაშეთა ჯამური საბაზრო ღირებულება 30.62 მილიონი ევროა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბები

დინამო თბილისი – 5.08 მილიონი ევრო

ქუთაისის ტორპედო – 4.98

დინამო ბათუმი – 4.95

საბურთალო – 3.35

სამგურალი – 2.85

ფოთის კოლხეთი – 2.55

გაგრა – 2.13

გორის დილა – 1.83

თელავი – 1.78

სამტრედია – 1.15