ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების TOP10-ში „რეალის“ ოთხი ფეხბურთელი მოხვდა #1TVSPORT
ინტერნეტ-გამოცემა Football Benchmark Intelligence-მა შეადგინა დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ათეული.
სიაში ოთხი ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ წარმოადგენს, ორი მოთამაშეა „მანჩესტერ სიტიდან“ და თითო „ბარსელონადან“, „არსენალიდან“, „ლევერკუზენიდან“ და „ბაიერნიდან“.
რეიტინგის სათავეში კილიან მბაპეა, ხოლო ლამინ იამალი მხოლოდ მეექვსე ადგილზეა:
- კილიან მბაპე (რეალი) – 229.3 მლნ. ევრო
- ერლინგ ჰალანდი (სიტი) – 188.4 მლნ.
- ვინისიუსი (რეალი) – 186.2 მლნ.
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 183.9 მლნ.
- ბუკაიო საკა (არსენალი) – 161.4 მლნ.
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 157,9 მლნ.
- ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი) – 148,2 მლნ.
- ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 146,7 მლნ.
- ფილ ფოდენი (სიტი) – 135,6 მლნ.
10. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 123,8 მლნ.