ყველაფერი შეიცვალა - კარლო ანჩელოტიმ აზრი გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ევოლუციაზე #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ილაპარაკა მსოფლიო ფეხბურთის ევოლუციაზე. მან განაცხადა, რომ სპორტის ამ სახეობაში ბევრი რამ შეიცვალა.
„ყველაფერი შეიცვალა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ თუ ვერ შევძლებ ადაპტირებას, ვეღარ მოვიგებ ჩემპიონთა ლიგას. ამ პროცესში მე დამეხმარა ჩემი ახალგაზრდა სამწვრთნელო ჯგუფი, რომელმაც გამოიჩინა ენთუზიაზმი და ცდილობდა გაეგო, რაც შეიძლება მეტი. დღეს მატჩებისთვის მომზადება გაცილებით მეტ ანალიზს მოითხოვს, ვიდრე ადრე. არის ბევრი ასპექტი, რომელსაც არ ითვალისწინებდნენ 20 წლის წინ. მაგრამ, როგორც გითხარით, მე მყავდა სამწვრთნელო ჯგუფი, რომელიც ენთუზიაზმს და განვითარების სურვილს მმატებდა. 1995 წლის ანჩელოტი ძალიან განსხვავდება 2013 წლის ანჩელოტისგან“, – მოჰყავს იტალიელი სპეციალისტის სიტყვები ესპანურ გაზეთ AS-ს.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „რეალს“.