ყველაფერი კარგადაა, ტრავმა სერიოზული არაა - ლუკა გაგნიძე მოედანს უბრუნდება #1TVSPORT
ყველაფერი კარგადაა, ტრავმა სერიოზული არაა - ლუკა გაგნიძე მოედანს უბრუნდება #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა გაგნიძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და სავარაუდოდ, 19 წლის ნახევარმცველი მოედანს მალე დაუბრუნდება, – ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა განაცხადა.

მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ყველაფერი კარგადაა. დანარჩენს მოსკოვის „დინამოს“ ექიმები იტყვიან. მთავარია, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. 2 ოქტომბერს ის კლუბის განკარგულებაში იქნება“, – ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს „სპორტ-ესპრესი“ ციტირებს.

ლუკა გაგნიძე თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრაში დაშავდა. 66-ე წუთზე ქაზიმჯან ქარათაში მას განზრახ ეუხეშა და ქართველი ნახევარმცველი მოედნიდან ექიმების დახმარებით გაიყვანეს.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრების შეხვედრა 27 სექტემბრის სტამბოლის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ლუკა გაგნიძე 21-წლამდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო.