ყველაფერი გადაწყვეტილია - დეშამმა ბენზემას ფინალში თამაშზე ისაუბრა #1TVSPORT
ყველაფერი გადაწყვეტილია - დეშამმა ბენზემას ფინალში თამაშზე ისაუბრა #1TVSPORT

დიდიე დეშამმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიმ ბენზემას მონაწილეობასთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა. საფრანგეთის მთავარი მწვრთნელის თქმით, ფინალისთვის 24 მოთამაშე იქნება მზად.

„ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ადრე ტრავმირებული იყვნენ. ამ სიაშია კარიმიც. ბოლო დაშავებული ლუკას ერნანდესი იყო. მას შემდეგ ჩემს განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, რომელიც ხვალინდელი ფინალისთვის მზად იქნება. ამიტომ ეს კითხვა ლამაზი არ არის, მეტი რომ არ ვთქვა. მე არ ვიწვევ ყოფილ მოთამაშეებს ან ტრავმირებულებს. თავიდან ერთი შემადგენლობა გვყავდა, ახლა კი – მეორე. ვიმეორებ, ხვალ 24 მოთამაშე იქნება“, – განაცხადა დიდიე დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩამდე კარიმ ბენზემამ მარცხენა ფეხი დაიზიანა და კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.