ყველა ვარსკვლავის მატჩზე, ტრავმირებულ ვიქტორ ოლადიპოს დეანჯელო რასელი ჩაანაცვლებს
ყველა ვარსკვლავის მატჩზე, ტრავმირებულ ვიქტორ ოლადიპოს დეანჯელო რასელი ჩაანაცვლებს

„ბრუკლინ ნეთსის“ გამთამაშებელი დეანჯელო რასელი კარიერაში პირველად, ყველა ვარსკვლავის მატჩის შემადგენლობაში მოხვდა. ხუთშაბათს გუნდების სრული შემადგენლობები დასახელდა. „ინდიანას“ ლიდერი ვიქტორ ოლადიპო დასახელებულთა შორის აღმოჩნდა, თუმცა სამწუხაროდ „პეისერსის“ ლიდერმა მძიმე ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა. მის მაგივრად კი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა, ადამ სილვერმა ახალგაზრდა გამთამაშებელი აირჩია.

რასელი მატჩში საშუალოდ 19.6 ქულასა და 6.4 პასს აგროვებს 29.6 წუთში. საშუალო მანძილიდან მისი სროლის პროცენტი 43.8% შეადგენს. სამქულიანი დისტანციიდან დეანჯელო 37.4 % ესვრის.