ყველა რუსული კლუბი ევროლიგიდან დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT
ყველა რუსული კლუბი ევროლიგიდან დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის პრესსამსახურის განცხადებით, ყველა რუსული კლუბი დისკვალიფიცირებულია მთავარი ევროტურნირებიდან. ცსკა, უნიქსი და „ზენიტი“ ვეღარ ითამაშებენ ამ სეზონში ევროლიგაზე, ხოლო ევროთასის გათამაშებიდან გაძევებულია „ლოკომოტივ-ყუბანი“. ამ გუნდების ყველა შედეგი გაუქებულია.

ევროლიგის რეგულარულ სეზონში 23 ტურის შემდეგ „ზენიტი“ მეშვიდე ადგილზე იყო, ცსკა – მერვე ადგილზე, უნიქსი – მეცხრეზე. „ლოკომოტივ-ყუბანი“ ევროთასის A ჯგუფში მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა.