ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდებში ივარჯიშა #1TVSPORT
ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ნიდერლანდებში ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 20 იანვარს, გრონინგენის ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. ეს დარბაზი სწორედ იმ გუნდებს ეთმობათ, რომლებსაც ოფიციალური მატჩები გრონინგენში აქვთ დაგეგმილი.

საწვრთნელი პროცესი საათნახევარი გაგრძელდა და 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამ ეტაპისთვის ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება და ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. 21 იანვარს, საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშებს. გრონინგენის მარტინი პლაზა ჩვენი გუნდის საწვრთნელ პროცესს 17 საათიდან დაეთმობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 26 იანვარს 20:30 საათზე შედგება. საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.