ყურბანოვმა „სამტრედია“ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა
ყურბანოვმა „სამტრედია“ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა

ნიჯატ ყურბანოვმა ეროვნული ლიგის „სამტრედია“ დატოვა – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ნიჯატ ყურბანოვმა „სამტრედია“ დატოვა. ასევე, გუნდიდან წავიდნენ გიორგი ჯგერენაია, რომელიც „საბურთალოში“ გადავიდა და დიეგო დიზი. ესპანელი კარიერას ფინურ „ულუში“ გააგრძელებს. კლუბი სამივე მათგანს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტის“ ცნობით, 28 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას სამშობლოში, აზერბაიჯანის პრემიერლიგის „კეშლაში“ გააგრძელებს.

ნიჯატ ყურბანოვი „სამტრედიაში“ 2019 წლის 19 ივნისს აზერბაიჯანულ კლუბ „სუმგაითიდან“ შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ კლუბში 25 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.