ყოველთვის, როცა ამას ლეო ისმენს, თვალები უნათდება - ცნობილი გახდა ჩავისა და მესის მოლაპარაკების დეტალები #1TVSPORT
ყოველთვის, როცა ამას ლეო ისმენს, თვალები უნათდება - ცნობილი გახდა ჩავისა და მესის მოლაპარაკების დეტალები #1TVSPORT

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, გილიემ ბალაგემ გაასაჯაროვა მოლაპარაკების დეტალები „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჩავისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ლიონელ მესის შორის.

„ლეოსა და ლაპორტას არ ულაპარაკიათ, მაგრამ, ცხადია, „ბარსელონა“ ძალიან მოწადინებულია მესის დასაბრუნებლად. მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩავია, რომელსაც რეგულარული კავშირი აქვს მესისთან და საკმაოდ მკაფიოდ უხატავს მას მომავალი გუნდის სურათს.

ჩავი ეუბნება მესის, რომ მას გამოიყენებენ ნახევარმცველად, რომელიც საყრდენი ზონის წინ იმოქმედებს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რასაც მესი არგენტინის ნაკრებში აკეთებს. ჩავიმ სხვადასხვა ხერხი მოძებნა ამ სქემის ასამუშავებლად და ყოველ ჯერზე, როცა ლეო ამას ისმენს, თვალები უნათდება“, – მოჰყავს ჟურნალისტის სიტყვები BBC-ის.