ყირგიზული მედიის ცნობით, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ყირგიზეთში დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ყირგიზეთში დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა.
ყირგიზული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის, სამხედროების გარდა, არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო დაპირისპირების გამო სხეულის დაზიანება 144-მა ადამიანმა მიიღო. მათი უმეტესობა – 102 ადამიანი გადაყვანილია ბიშკეკსა და ოშში, შვიდი კი ამბულატორიულ მკურნალობაზე. დანარჩენები სტაციონარულ მკურნალობას ბატკენის რაიონის ჯანდაცვის ორგანიზაციებში გადიან.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არსებულ ვითარებას დაგეგმილი სამხედრო აქტი უწოდა.