ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ოპერაციის დროს სპეცრაზმის წარმომადგენელი დაიღუპა, 36 ადამიანი კი დაშავდა
ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ოპერაციის დროს სპეცრაზმის წარმომადგენელი დაიღუპა, 36 ადამიანი კი დაშავდა

ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების ოპერაციის დროს სპეცრაზმის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, 36 ადამიანი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის სპეცრაზმის 15 წარმომადგენელი და ერთი ჟურნალისტია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რაიონში, სადაც ამჟამად ოპერაცია მიმდინარეობს, ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაცია გაითიშა. გავრცელებული ცნობით, ამ ხერხს ალმაზბეკ ატამბაევის სახლისთვის კომუნიკაციის გაწყვეტის მიზნით მიმართეს.

ყირგიზეთის სოფელ კოი-ტაშში ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ოპერაცია საღამოს საათებში დაიწყო, თუმცა სპეცრაზმის წარმომადგენლებს ალმაზბეკ ატამბაევის 200-მდე მხარდამჭერმა წინააღმდეგობის გაწევა დაუწყო. ისინი ყოფილი პირველი პირის სახლის ბლოკირებას ცდილობენ. ალმაზბეკ ატამბაევის დაკავება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ატამბაევის დაკავების მიზეზი სასამართლოში მოწმის სტატუსით არგამოცხადებაა, სადაც უკვე სამჯერ დაიბარეს კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.