ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. შედეგების თანახმად, მხოლოდ ოთხი პარტია ლიდერობდა.

დანარჩენმა პარტიებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექვსი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, რომლის მიზანი ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციაა. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ადახან მადუმაროვმა თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები ძალაუფლებისთვის და პორტფელებისთვის არ იბრძვიან.