ყინწვისის მამათა მონასტერში​ ინციდენტი მოხდა, დაწყებულია გამოძიება

12:06, 22.04.2020

ყინწვისის მამათა მონასტერში რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებს შორის შელაპარაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მსუბუქად დაიჭრა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი სასულიერო პირი.

მომხდარს არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი