ყინულის ჰოკეი | შვედეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT
ყინულის ჰოკეი | შვედეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT

ჰოკეის მსოფლიო ჩემოინატზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც შვედეთის ნაკრებმა დანია 6:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

პირველი პერიოდი 0:0 დასრულდა. მეორე და მესამე პერიოდებში შვედებიდან გოლები ბაკლუნდმა (2), იოჰანსონმა (2), ტაიმონდმა და ზიბანეჯადმა გაიტანეს, დანიელთაგან კი თავი ოლესენმა და ელერსმა გამოიჩინეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები შეხვდებიან – მატჩი 25 მაისს, 22:20 საათზე დაიწყება.