ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე მატჩიც მოიგო და მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლო მატჩში ტაილანდი ანგარიშით 15:1 დაამარცხა. გოლები დანილ დავიდოვმა (4), არტიომ კოზიულინმა (3), ტიმურ ბეშაროვმა (2), კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშანინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა და ბორის კოჩკინმა გაიტანეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კოზიულინი დასახელდა.
ტურნირი ახალ ზელანდიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო, შეჯიბრება პირველ ადგილზე დაასრულა და მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ტაილანდის გარდა, ისლანდია (4:0), ახალი ზელანდია (5:0), ბულგარეთი (8:7) და ჩინეთის ტაიპეი (3:1) დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.