ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ახალ ზელანდიაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე მატჩში ბულგარეთი დამატებით დროში 8:7 (ძირითადი დრო 7:7) დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი მაკარ ნიკიშანინმა გაიტანა, ნიკიტა ბუკიამ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო შაიბა ივან კარელინმა, კონსტანტინე გავრილენკომ და ბორის კოჩკინმა მიითვალეს.

სამი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 მაისს ტაივანის ნაკრებთან გამართავს.

დარჩენილი თამაშების განრიგი:

2 მაისი | საქართველო – ტაივანი

(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)

3 მაისი | საქართველო – ტაილანდი

(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;

მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;

ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;

მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.