ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდია 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ნიკიტა ბუკიას ანგარიშზეა, თითო შაიბა ტიმურ ბეშაროვმა და კონსტანტინ გავრილენკომ მიითვალეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკიტა ბუკია დასახელდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირის მასპინძელ, ფავორიტ ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 28 აპრილს 12:00 საათზე დაიწყება.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
დარჩენილი თამაშების განრიგი:
28 აპრილი | საქართველო – ახალი ზელანდია
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 წაგება)
30 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი
(ურთიერთშეხვედრები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება)
2 მაისი | საქართველო – ტაივანი
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)
3 მაისი | საქართველო – ტაილანდი
(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებით.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;
ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;
მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.