ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ახალ ზელანდიაში იწყება ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთის, ტაივანის, ისლანდიის, ახალი ზელანდიისა და ტაილანდის ნაკრებები იქნებიან. პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 აპრილს, ქალაქ დანიგანში, ისლანდიასთან გამართავს.
თამაშების განრიგი:
27 აპრილი | საქართველო – ისლანდია
(ურთიერთშეხვედრები: 3 თამაში, 2 მოგება, 1 წაგება)
28 აპრილი | საქართველო – ახალი ზელანდია
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 წაგება)
30 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი
(ურთიერთშეხვედრები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება)
2 მაისი | საქართველო – ტაივანი
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)
3 მაისი | საქართველო – ტაილანდი
(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;
ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;
მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.