ყინულის ჰოკეი | მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

13:38, 06.05.2025

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და A ლიგის საგზური მოიპოვა.

უკვე ცნობილია ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.

ჩვენს გუნდს თამაში ბელგიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ავსტრალიასთან, ხორვატიასა და სერბეთთან მოუწევს.

ტურნირის კალენდარი და მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა.

მსგავსი