ყინულის ჰოკეი | ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინალში შვეიცარია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ყინულის ჰოკეი | ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინალში შვეიცარია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰილმში, ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ოვერტაიმში 1:0 დაამარცხა შვეიცარია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელთა მეკარეს, ლეონარდო ჯენონს ძირითად დროში 39 მოგერიება ჰქონდა – ჯენონი მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამერიკელებმა გამარჯვების გოლი დამატებითი დროის მესამე წუთზე გაიტანეს (ტეიგ ტომპსონი) და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში შვედეთმა დანია 6:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.