ყაზბეგის გამზირზე პოლიციელებმა ერთი პირი დააკავეს

17:50, 13.03.2019

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე პოლიციელებმა სავარაუდოდ ნარკოტიკები ამოიღეს. ადგილზე მყოფ პირველი არხის ჟურნალისტს დაკავებულმა პირმა განუცხადა, რომ ამოღებული ნარკოტიკები მას არ ეკუთვნის.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მსგავსი