ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრა გორიაჩკინა გახდა

10:24, 18.06.2019

ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრა გორიაჩკინა გახდა და რუსი დიდოსტატი ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონ ჩინელ ჟუ ვენჟუნს დაუპირისპირდება.

შეჯიბრის მონაწილე რვა  მოჭადრაკეს შორის იყო ნანა ძაგნიძე რომელმაც 6,5 ქულით ასპარეზი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

1. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) – 9,5 ქულა
2. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 8
3. კატერინა ლანო (რუსეთი) – 7
4. ტან ჟონი (ჩინეთი) -7
5. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 6,5
6. მარია მუჟიჩუკი (უკრაინა) – 6,5
7. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 6
8. ვალენტინა გუნინა (რუსეთი) – 5,5

მსგავსი