ყაზახური ლიგის ვეტერანთა ათეულში ორი ქართველია
ყაზახური ლიგის ვეტერანთა ათეულში ორი ქართველია

გამოცემა „სპორტსმა“ ყაზახეთის პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი 10 მოთამაშე დაასახელა და მათ შორის ორი ქართველი მოთამაშე მოხვდა – ჯაბა კანკავა და შოთა გრიგალაშვილი.

რადგან ყაზახეთის ჩემპიონატი მარტში შეწყდა, მოთამაშეთა ასაკი მითითებულია იმ მატჩის გათვალისწინებით, რომელიც პრემიერლიგაში ბოლოს ითამაშეს. ყველაზე ასაკოვანი ყაზახეთის ნაკრებისა და „ასტანას“ სერბი მეკარე ნენად ერიჩია, რომელმაც ბოლო შეხვედრის დროს 37 წლის, 9 თვისა და 18 დღის იყო.

ჯაბა კანკავა მე-7 ადგილზეა – კოსტანაისტობოლის” ქართველმა ნახევარმცველი ბოლო შეხვედრდრისას 33 წლის, 11 თვისა და 25 დღის გახლდათ, ხოლო ათეულის ბოლოში „კიზილჯარას“ ქართველი კაპიტანი გრიგალაშვილია (33 წელი, 8 თვე და 22 დღე).

საინტერესოა, რომ ორივე თბილისის „დინამოს“ გაზრდილია, ორივემ პროფესიულ ფეხბურთში 2003 წელს შეაბიჯა და ორივეს საქართველოს ნაკრებში უთამაშია. თუმცა, კანკავა „ჯვაროსნების“ კაპიტანია და მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა (85), გრიგალაშვილმა კი ბოლოს 2013 წელს ითამაშა (12 მატჩი).