ყაზახური კლუბების შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - 9 ქართველი ანაზღაურებას ვერ მიიღებს
ყაზახური კლუბების შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - 9 ქართველი ანაზღაურებას ვერ მიიღებს

ყაზახეთის ჩემპიონატში დასაქმებული ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო უხელფასოდ დარჩნენ.

საქმე ისაა, რომ ჩემპიონატის შეჩერების შემდეგ, ყაზახური კლუბები ფეხბურთელებს კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხებს არ გადაუხდიან. შეთანხმებების მოქმედება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დაწესების გამო შეაჩერეს. ყაზახეთში კლუბების ამ შოკისმომგვრელ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას telegram არხი Мутко против ავრცელებს.

ყაზახეთის პრემიერლიგაში 7 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და ორი ქართველი მწვრთნელი მუშაობს – ცხადია, ისინიც შემოსავლების გარეშე დარჩნენ. არაა გამორიცხული, ფეხბურთელებმა კლუბებს ფიფა-ში უჩივლონ.

ამავე დროს, telegram არხი Мутко против იუწყება, რომ რუსეთის კლუბების უმეტესობის კონტრაქტები შეიცავს დებულებებს ფორსმაჟორის შესახებ და ანალოგიური ვითარება რუსეთის პრემიერ და პირველი ლიგის კლუბებშიცაა მოსალოდნელი, სადაც 9 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.