ყაზახური გამოცემა - საქართველოს ნაკრებთან კონკურენცია არარეალური იყო
ყაზახური გამოცემა - საქართველოს ნაკრებთან კონკურენცია არარეალური იყო

ყაზახურმა გამოცემა „პროსპორტმა“ ერთა ლიგაში ყაზახეთის ნაკრების გამოსვლაზე წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ჯგუფში საქართველო საუკეთესო ნაკრები იყო, რომელთან დაპირისპირებაც არარეალური გამოდგა.

„რასაკვირველია, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ რაღაც უფრო მასშტაბური მოხდებოდა, ვიდრე ჯგუფში მეორე ადგილზე ყოფნაა. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ობიექტურად უკეთესად გამოსვლის წინაპირობა არც იყო. საკმარისია შევხედოთ ქართველების შემადგენლობას, რომ გავიგოთ – ჩვენ საკუთარ წვენში ვიხარშებით და ეროვნული ნაკრების დონეზე მათთან კონკურენცია არ შეგვიძლია.

ამ შემთხვევაში, პოსტულატი „ძლიერი კლუბები – ძლიერი ნაკრები“, გასაგები მიზეზების გამო, არ მუშაობს. თითქმის შეუძლებელი იყო საქართველოსთან დაპირისპირება. ეს თავიდანვე თითქმის არარეალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგის სადებიუტო მატჩში თითქმის თანაბრად ვეთამაშეთ” – წერს ყაზახური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რიგაში ლატვიის ეროვნული ნაკრების დამარცხებით (3:0), ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს პირველობის თეორიული შანსიც წაართვა. ახლა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად D ლიგის ჯგუფების სხვა გამარჯვებულებთან ერთად ბრძოლას ვლადიმირ ვაისის გუნდი განაგრძობს და არა – სტანიმირ სტოილოვის. გარდა ამისა, საქართველო ერთა ლიგაში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ტურნირის მორიგ გათამაშებას C დივიზიონში დაიწყებს.