ყაზახური გამოცემა - ლობჯანიძე მალე „ტობოლში“ ჩაირიცხება
ყაზახური გამოცემა - ლობჯანიძე მალე „ტობოლში“ ჩაირიცხება

ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე კოსტანაისტობოლში“ გადავა, – ინფორმაციას Meta-ratings.kz ავრცელებს.

„ზამთარში ლობჯანიძეზე დიდი ნადირობა დაიწყო და არა მხოლოდ ყაზახეთში. გუჯა ლობჯანიძეს შემოთავაზებები ჰქონდა სამხრეთ კორეიდან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. რაც მთავარია, მისი სახელი ასოცირდებოდა „ასტანასთან“ და დედაქალაქის კლუბში სწორედ მასში ხედავენ გუნდიდან წასული პიეროს სოტირიუს და ალექსეი შჩეტკინის შემცვლელს, მაგრამ საქმეში ჩაერია „ტობოლი“. კოსტანაის გუნდი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ლობჯანიძის წარმომადგენლებთან და კონტრაქტის დადებასთან ახლოს არიან“, – ამტკიცებს ყაზახური გამოცემა.

გუჯა ლობჯანიძემ კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო. მას შემდეგ რამდენიმე გუნდის ფორმა მოირგო – ქობულეთის „შუქურას“, ბათუმის „დინამოს“, „ორენბურგის“, „რუსთავის“, ყაზახური „ტარაზისა“ და „კაისარის“.

გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდმა „კაისარში“ 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და კიზილორდას გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.