ყაზახური გამოცემა ლევან კორღალიძეზე - „ჟენისმა“ უმაღლესი დონის მწვრთნელი გაუშვა #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგის „ჟენისში“ ერთი წლის წინ მუშაობდა უმაღლესი დონის სპეციალისტი ლევან კორღალიძე, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ცხრა ტურის შემდეგ ის გუნდიდან გაუშვა – ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Goal.kz-ი წერს.
„სულ რაღაც ერთი წლის წინ, ლევან კორღალიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში მუშაობდა და ცდილობდა, დედაქალაქურ „ჟენისს“ თანამედროვე ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ ქართველი სპეციალისტი ცხრა ტურის შემდეგ თანამდებობიდან გაუშვეს.
სამშობლოში დაბრუნებულმა კორღალიძემ პირველივე სეზონში თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონი გახადა. შემტევი ფეხბურთი, აქცენტი ახალგაზრდებზე და სტაბილური შედეგები – ამ ყველაფერმა მას საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოუტანა. ახალ სეზონში მისი გუნდი კვლავ ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება.
ამ წარმატებების ფონზე „ჟენისის“ გადაწყვეტილება მწვრთნელთან დაშორების შესახებ, სულ მცირე, ნაჩქარევად გამოიყურება. უფრო მეტიც, მისმა მემკვიდრემ, ბერძენმა აკის ვავალისმა რვა ტურში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ მოახერხა“.