ყაზახური გამოცემა - ცხადაძის საკითხი „ორდაბასში“ ჯერ არ გარკვეულა
ყაზახური გამოცემა - ცხადაძის საკითხი „ორდაბასში“ ჯერ არ გარკვეულა

მიუხედავად იმისა, რომ კახა ცხადაძემ შიმკენტისორდაბასიდან“ წამოსვლის შესახებ განაცხადა, ყაზახური გამოცემა „პროსპორტი“ ამტკიცებს, რომ სინამდვილეში მისი საკითხი არ გარკვეულა.

ორდაბასში“ უცნაური ვითარება შეიქმნა. მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ ის კვლავ გაურკვეველ პოზიციაზეა. ჩემპიონატის ბოლო ტურის თამაშიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, მაგრამ შიმკენტში ჯერ კიდევ არ იციან, რა უნდა გააკეთონ მწვრთნელთან და მის სტაფთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, გუნდში ქართველ სპეციალისტთან ურთიერთობის არიდება სურთ. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე კონკრეტულად ვერავინ ლაპარაკობს“, – წერს გამოცემა „პროსპორტი“.

გამოცემასთან საუბრისას, მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ გიორგი ჩიხრაძემ ასევე გარკვეული პასუხი გასცა ამ კითხვაზე.

„ხელშეკრულება 30 ნოემბრამდე გვქონდა დადებული და დასრულდა. ვიცოდით, რომ მივდიოდით. ჩვენთან არ უსაუბრიათ არც თანამშრომლობის გაგრძელების ან თანამშრომლობის დასრულების შესახებ. ხელშეკრულება დასრულდა და ჩვენ უბრალოდ სახლში წავედით“, – განმარტავს ჩიხრაძე.

თუმცა, „პროსპორტი“ მაინც აცხადებს, რომ შიმკენტის მერიც კი, მურატ აიტენოვი მთავარი მწვრთნელის საკითხზე ზუსტად ვერაფერს ამბობს. ქალაქმა უკვე შეამცირა გუნდის დაფინანსება, მაგრამ არ იციან, ვინ იმუშავებს შემდეგ სეზონში.

„დარჩება თუ არა ცხადაძე? ჩვენი საყვარელი გუნდისგან დიდ წარმატებას ველოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ახლა ამ საკითხზე ვერ გიპასუხებთ. საბოლოო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და განვიხილავთ, ასე რატომ მოხდა“, – ყოყმანობს აიტენოვი.

„2020 წლის სეზონისთვის მკაფიო ამოცანა იყო დასახული – სამეულში შესვლა. „ორდაბასი“ კი ევროპის თასების გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი. უსახური სეზონისთვის ცხადაძე გაუშვან, ან მიეცეს შანსი, თუ შემცირებული ბიუჯეტით მუშაობაზე თანახმაა. რატომ არის ასეთი დაბნეულობა შიმკენტში?“, – ვკითხულობთ „პროსპორტში“.