ყაზახურ მხარეს ავიაკომპანიის შეცვლა მოსთხოვეს - „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩი არ გადაიდება #1TVSPORT
ყაზახურ მხარეს ავიაკომპანიის შეცვლა მოსთხოვეს - „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩი არ გადაიდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ყაზახური გუნდი „აქტობე“ ქუთაისში გამგზავრებას ვერ ახერხებს, სადაც კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოს“ უნდა შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ Meta-ratings.kz-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახური გუნდის ფრენა საათ-ნახევარზე მეტით ხნით გადაიდო. Meta-ratings.kz-ის ცნობით, ქართული მხარე აქტობედან ჩარტერული რეისის მიღებაზე თანხმობას არ იძლევა. გარდა ამისა, „აქტობეს“ ქუთაისის შეხვედრაში კოტდივუარელი თავდამსხმელი ანდერსონ ნიანბო ვერ დაეხმარება.

ქუთაისის „ტორპედოში“ საქართველოს პირველი არხს განუცხადეს, რომ ყაზახურ მხარეს ჩარტერული რეისის შესახებ ჯერ კიდევ 25 ივლისს აცნობეს, რომ მზად იყვნენ დელეგაცია მიეღოთ, მაგრამ ყაზახურ გუნდს ავიაკომპანია უნდა შეეცვალა.

რაც შეეხება კოტდივუარელი თავდამსხმელ ანდერსონ ნიანბოს. ქუთაისური კლუბის ცნობით, აფრიკელ თავდამსხმელს ჰქონდა ბელგიაში ცხოვრების უფლება, მაგრამ მოქმედების ვადა ამოეწურა. ამის გამო საქართველოში კოტდივუარის პასპორტით უვიზოდ სურდა შემოსვლა, რაც აკრძალულია. ამ აფრიკული ქვეყნის მოქალაქეს ვიზის მისაღებად დრო სჭირდებათ და ყაზახებმა ეს არ გაითვალისწინეს.

„ტორპედოში“ კატეგორიულად უარყვეს ინფრომაცია, თითქოს, „აქტობეს“ მატჩი შესაძლოა გადაიდოს. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.