ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად 13 ჯარისკაცი დაიღუპა

10:14, 28.03.2019

ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენის ავიაკატასტროფას 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი სამხედრო ვერტმფრენი აქტაუდან შიმკენტის მიმართულებით, ცუდ ამინდში ღამით მიფრინავდა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

ავიაკატასტროფის ადგილზე ტრაგედიის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად კომისია გაიგზავნა. ფრენის წესების დარღვევის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მსგავსი