ყაზახეთში სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა
ყაზახეთში სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა

ყაზახეთში სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ასკარ მამინმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის ერთი – სამხედრო, ერთი კი სამოქალაქო პირია. ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 15 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. სამედიცინო დახმარება სულ 165 ადამიანს დასჭირდა.

ქალაქ არისთან მდებარე ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწყობში ხანძარი 24 ივნისს გაჩნდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. ხანძრის გამო ქალაქ არისის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 45 000 ადამიანს შეადგენს.

სამხედრო საწყობში ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ადგილზე საბრძოლო მასალები კვლავ ფეთქდება.

დატოვე კომენტარი