ყაზახეთში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ ერთმა მოიგო #1TVSPORT
ყაზახეთში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ ერთმა მოიგო #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგაში მტკივნეული მარცხი განიცადა კახა ცხადაძის „კასპიისკიმ“, სადაც ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია თამაშობენ – ქართველი მწვრთნელის გუნდი „ტობოლთან“ 0:1 დამარცხდა.

ცხადაძემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ორივე ქართველი შემტევი – ფანცულაიამ 87 წუთი ითამაშა, ჯიღაურმა – 77. ერთადერთი გოლი „ტობოლმა“ 90+4-ე წუთზე გაიტანა.

„ატირაუმ“ გიორგი ბუხაიძის „ქაისარს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია. ქართველების გუნდებიდან მხოლოდ ლუკა იმნაძის და თამაზ მაქაცარიას „კიზილ ჟარამ“ მოიგო, რომელმაც „მაქტაარალი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. ქართველებიდან იმნაძემ ითამაშა (83 წუთი), მაქაცარია კი სათადარიგოებში დარჩა.

2 ტურის შემდეგ „კასპიისკი“ და „ქაისარი“ კვლავ უქულოდ არიან, „კიზილ ჟარა“ კი უდანაკარგოდ (6 ქულა) მიდის და ლიდერებშია.