ყაზახეთში ექვსმა ქართველმა ითამაშა
ყაზახეთში ექვსმა ქართველმა ითამაშა

ყაზახეთის ოლიმპბეტლიგაში (უმაღლესი ლიგა) სეზონი არ შეჩერებულა და ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ქართველების გუნდი კოსტანაისტობოლი“ გასვლაზე „ჟეტისუს“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა 0:0. კოსტანაელთა ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი მოთაამშე იყო – ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია. ზარანდიამ 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე ტაიმში კი შეცვალეს.

პავლოდარის „ირტიში“ კი საშინაო შეხვედრაში „კიზილჯარას“ დაუზავდა 1:1. მასპინძელთა ძირითადში ლევან კუტალიამ ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმრები მოედანზე კაპიტნის რანგში შოთა გრიგალაშვილმა გაიყვანა, რომელიც 68-ე წუთზე დაასვენეს. მის გუნდში სიმბოლურად ითამაშა თამაზ ცეცხლაძემ, რომელიც მეოდანზე 90-ე წუთზე შევიდა.