ყაზახეთში „დინამო თბილისისა“ და „ასტანას“ მატჩს ავსტრიელები განსჯიან #1TVSPORT
ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩზე დანიშნა.
შეხვედრას ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ჩიოჩირკა იქნება, მას მაქსიმილიან ვაისი და მაიკლ ობრიცბერგერი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ჰარალდ ლეხნერი იქნება. გავრცელებულ ცნობაში არაფერი წერია ვიდეორეფერის შესახებ.
„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას ასტანაში 12 ივლისს გამართავს. საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონს „ასტანა არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.