ყაზახეთში დემონსტრაციაზე პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა
ყაზახეთში დემონსტრაციაზე პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა

ყაზახეთში ოპოზიციონერების მიერ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ასტანასა და ალმათში მასშტაბურ დემონსტრაციაზე აქტივისტები დედაქალაქისთვის სახელ „ნურსულთანის“ დარქმევას აპროტესტებდნენ და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდნენ.

არასანქცირებული დემონსტრაცია სამართალდამცველებმა დაშალეს და რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავეს.

ნურსულთან ნაზარბაევის მთავარმა ოპონენტმა, მუჰრათ აბლიაზოვმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, რამდენიმე დრის წინ მხარდამჭერებს მასშტაბური დემონსტრაციების გამართვისკენ მოუწოდა.

მუჰრათ აბლიაზოვი მიიჩნევს, რომ ნაზარბაევი საკუთარი შთამომავლისთვის ძალაუფლების გადაცემას ცდილობს. აქტივისტს ამის მტკიცებულებად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილის, დარიგა ნაზარბაევას პარლამენტის სპიკერად დანიშვნა მოჰყავს.

ნურსულთან ნაზარბაევის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ცენტრალური აზიის სახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნები შემდეგ წელს იგეგმება. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დაინიშნა.