ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირზე 11 ქართველი მოჭიდავე გაემგზავრა
ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირზე 11 ქართველი მოჭიდავე გაემგზავრა

25-26 მაისს, ყაზახურ ალმა-ატაში UWW-ს ეგიდით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლატ ტორლუხანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

შეჯიბრება მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში გაიმართება – 60-67-77-87-130 კგ.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს.

60 კგ – რამაზ სურმანიძე, დათო ჩხარტიშვილი.
67 კგ – საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი, გურამ ხეცურიანი
97 კგ – გიორგი მელია, რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ – იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე, ლევან არაბული.

ჩემპიონი პრიზად 3000$-ს მიიღებს, მეორე ადგილოსანი 2000$, ბრინჯაოს მედალოსანი 1000$.
დღეს 25 მაისს – წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები ყველა წონით კატეგორიაში გაიმრთება,
26 მაისს კი ფინალური ბლოკი შედგება.